1 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ადამიანების მენეჯმენტი | 360° - თიბისი დაზღვევის ღონისძიება HR-ებისთვის

18 მაისს თიბისი დაზღვევის ორგანიზებით HR მენეჯერებისთვის ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ადამიანების მენეჯმენტი | 360° “. ღონისძიებაზე მოწვეული იყო 250-მდე წამყვანი HR მენეჯერი სხვადასხვა კომპანიიდან. შეკრების მიზანი იყო HR მენეჯმენტის 360 გრადუსით განხილვა და თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა ხელსაწყოების მიმოხილვა.

სპიკერებმა - თეა რომანოვამ, თამარ თანდაშვილმა და მედეა ტაბატაძემ ისაუბრეს თემებზე, თუ რატომ არის მენტალური ჯანმრთელობა ორგანიზაციული კულტურის ქვაკუთხედი, როგორია სოციალური ბენეფიტების როლი მოტივაციასა და პროდუქტიულობაში, როგორია მონაცემებზე დამყარებული ადამიანების მენეჯმენტი და ანალიტიკა. ასევე თიბისი დაზღვევამ წარადგინა დაზღვევის ახალი პროდუქტი - "ჯანმრთელობა 360°", რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ახალი პროდუქტი მოიცავს გაუმჯობესებულ მომსახურებებს და ისეთ უნიკალურ დაფარვებს, როგორებიცაა:

●         ალტერნატიული სამედიცინო დასკვნის მოძიება

●         საზღვარგარეთ მკურნალობა: ამბულატორია, ჰოსპიტალიზაცია, ორსულობა/მშობიარობა, მედიკამენტები და ონკოლოგია

●        ქსოვილთა ტრანსპლანტაცია

●        რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგია

●        ფსიქოთერაპია ან ფსიქიატრის მომსახურება

●         ენდოპროთეზები და იმპლანტები მარკისა და მოდელის მიუხედავად

●        ჰომეოპათია და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ასევე, მრავალი სხვა უნიკალური დაფარვა, პროვაიდერთა გაზრდილი რაოდენობა თუ გამარტივებული პროცედურები.

 „თიბისი დაზღვევა აგრძელებს მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებას. წლევანდელი ღონისძიება ამ სახით პირველად ჩატარდა და წარმატებული აღმოჩნდა. სხვადასხვა კომპანიის HR მენეჯერებმა გააზიარეს თავიანთი ხედვები, განვიხილეთ თანამშრომლებზე ზრუნვის სხვადასხვა მიმართულებები. გვსურს ამ ღონისძიებამ რეგულარული სახე მიიღოს და ვგეგმავთ, მომავალ წელსაც ჩავატაროთ, რათა კვლავ შევძლოთ ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარება, ერთმანეთისგან ახალი თემების სწავლა და შედეგად ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ , - სერგო საყვარელიძე, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...