1 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიში ინფრასტრუქტურის მიმართულება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

თიბისის ტექ-გუნდისთვის DevOps პროცესებზე მორგებული ვორქშოპი ჩატარდა, რომლის მიზანიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარების ახალი ეტაპის დაწყებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდამ ორიენტირებულია თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ათვისებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზე, ეს გზა კომპანიას საშუალებას აძლევს, შეასრულოს თავისი მისია და მუდმივად განვითარდეს.

 

ვორქშოპის მთავარ თემას წარმოადგენდა DevOps პრაქტიკების ტექნიკური მხარე, კერძოდ, GitOps-ი და მისი პრინციპებით მუშაობა. გუნდის წევრებმა ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და შეხედულებები გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორ უნდა მართონ არსებული Low Level Environment. თემა მოიცავდა ორ ნაწილს: Vanilla Kubernetes-ის გამართვასა და Legacy სერვისებისა და აპლიკაციების ავტომატიზაციას.

 

კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროცესებს თავად კომპანიის თანამშრომლები მართავენ. თიბისი აქტიურად ზრუნავს ამ ადამიანებისათვის ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სრულად შეძლებენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას, მოახდენენ სწორ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან და ერთად იმსჯელებენ გამოწვევებზე. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის გუნდისთვის აქტუალური ტექ-საკითხების ირგვლივ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ვორკშოპის პირველ ნაწილზე გავმართეთ Kubernetes-ის კლასტერი და ჩვენთვის საჭირო კომპონენტები GitOps მეთოდოლოგიით, Ansible-ისა და GitlabCI-ის გამოყენებით. შემდგომ K8S-ში ArgoCD-ით გავსტარტეთ: AWX Operator, Grafana/Prometheus მონიტორინგის სტეკი.“ ალექსანდრე კვაიჭაძე, თიბისის DevOps არქიტექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...