1 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისისთან პარტნიორობით „ვოკ'ენ'როლი“ ბათუმში მეორე ფილიალს ხსნის

ახლა უკვე ყველა ბათუმელისთვის საყვარელი  „ვოკ'ენ'როლის“  აზიური სამზარეულო ქალაქში პირველად 2020 წელს გამოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ზურა ქამაშიძე გვიყვება, დამწყები ბიზნესისთვის პანდემია ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა გუნდმა ყველაფერი გააკეთე ბიზნესის გადასარჩენად, ბათუმის „ვოკ'ენ'როლი“ აამუშავა და თიბისის მხარდაჭერით ფილიალი თბილისშიც გახსნა.

„ბათუმში „ვოკ'ენ'როლამდე“ მსგავსი კვების ობიექტი არ არსებობდა. არადა, აზიური სამზარეულო ყველგან ძალიან მოთხოვნადია. პანდემიის სირთულეების დაძლევის შემდეგ ჩვენი კერძები ძალიან მალე გახდა პოპულარული. მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი მატების შემდეგ, გადავწყვიტეთ თბილისშიც გავხსნილიყავით.

თბილისის ფილიალის გახსნისთვის და საჭირო ინვენტარის შესაძენად თიბისის მივმართეთ. თიბისი გვენდო და ვფიქრობ, ჩვენ მისი ნდობა მალევე გავამართლეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, „ვოკ'ენ'როლის“  კერძებმა დედაქალაქშიც სწრაფად გაითქვეს სახელი და დღეს უკვე სერიოზულად ვფიქრობთ გაფართოებაზე.

რაც სხვა აზიური საკვები ობიექტებისგან განგვასხვავებს, ვფიქრობ, ჩვენი კერძების ხარისხია. მაგალითად, ატრიას ჩვენი შეფ-მზარეულები თავად ამზადებენ. ადგილზე მზადდება ჩვენი ტკბილ-ცხარე, ცხარე თუ ტკბილ-მჟავე სოუსებიც. რეცეპტები, რომლის ბაზაზეც ვმუშაობთ, ცნობილი მზარეულებისგან ვიყიდეთ. მას შემდეგ ვციდლობთ, გემოების თამაშითა და სიახლეების ძიებით ჩვენი სამზარეულო კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავამრავალფეროვნოთ.

განსაკუთრებით მოთხოვნადია „ვოკ'ენ'როლის“ საფირმო ნუდლსი, იგივე ატრია. ატრია ბოსტნეულით, ხორცით, კრევეტებით, ზღვის კოქტეილით. მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, ასევე, ჩვენს სუშის, როლებსა და ბრინჯიან კერძებსაც.

ჩვენი მომხმარებელი, ძირითადად, ახალგაზრდები და დასაქმებული ადამიანები არიან. ლანჩის დროს განსაკუთრებული დატვირთვით ვმუშაობთ, რადგან სამსახურიდან გამოსული ადამიანები საგანგებოდ მოდიან ჩვენი კერძების საჭმელად. ვმუშაობთ შეკვეთებზეც.

ამჟამად ბათუმში 7, თბილისის ფილიალში კი 8 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, თიბისის მხარდაჭერით უკვე ვგეგმავთ ბათუმში კიდევ ერთი ობიექტის დამატებას.  ახლო მომავალში კი სწრაფი კვების ობიექტიდან რესტორნად გადაკეთებასაც ვფიქრობთ.

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ვხვდები, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა შეეგუოს სორთულეებს, ბოლომდე იბრძოლოს, ბევრი იშრომოს და აუცილებლად მიაღწევს მიზანს.“

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...