1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 100 მილიონი ლარის, 3 წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც, ამ ეტაპზე, 80 მილიონი ლარი წარმატებით განათავსა. დარჩენილ მოცულობას კი კომპანია, წლის განმავლობაში, დამატებითი ლიკვიდურობის საჭიროების მიხედვით გამოიყენებს. აღნიშნული ობლიგაციები სალიზინგო პორტფელით იქნება უზრუნველყოფილი.

 

გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 3.0%-იანი მარჟით განისაზღვრა, რომელიც თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთზე (TIBR) იქნება მიბმული. თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ, BB- სტაბილური პერსპექტივითაა განსაზღვრული.  

 

თიბისი ლიზინგი ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, სალიზინგო პორტფელის ზრდის დაფინანსებისთვის გამოიყენებს, ნაწილს კი  უკვე არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის მიმართავს.

 

აღნიშნული ტრანზაქცია თიბისი ლიზინგისა და თიბისი კაპიტალისთვის რიგით მე-8 ერთობლივი განთავსებაა.

 

ობლიგაციებში ინვესტირება  ქართულ კომერციულ ბანკებთან ერთად, რომლებიც ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან ლარის დამატებითი რესურსის მოსაზიდად იყენებენ, ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა და საპენსიო ფონდმაც განახორციელეს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შეძენილი რიგით მე-2 ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია.

“მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის კიდევ ერთი წარმატებული საჯარო განთავსება განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ განთავსება ეროვნულ ვალუტაში მოხდა რაც, როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია. ერთი მხრივ, კომპანიისთვის ეროვნულ ვალუტაში ფინანსური სახსრების მოზიდვა მინიმუმამდე ამცირებს სავალუტო რისკებს და გვაძლევს მოქნილობას მომხმარებლებს მათთვის ხელსაყრელ პირობებში შევთავაზოთ ლიზინგით დაფინასნება. მეორე მხრივ, კი ხელს უწყობს კაპიტალის ბაზარზე ეროვნული ვალუტის ლიკვიდურობას. მნიშვნელოვანია რომ, აღნიშნულ ტრანზაქციაში საქართველოს საფინანსო სექტორის ყველა ძირითადი მონაწილე იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ინვესტორების მხრიდან თიბისი ლიზინგის მიმართ გაზრდილ სანდოობაზე”, - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

 

თიბისი კაპიტალის ჩართულობით, თიბისი ლიზინგის მიერ განთავსებული რიგით მე-8 ემისია, ჩვენი წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითი და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ტრანზაქცია მნიშვნელოვანია ინვესტორი ბანკებისთვისაც, ვინაიდან მათ საშუალება აქვთ ემიტენტის სესხების ობლიგაციებში გადატანით, ლარის დამატებითი რესურსი მოიზიდონ ბანკიდან. ასევე, ლიზინგის პორტფელით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შემთხვევაში, ინვესტორი უფრო დაცულია ვიდრე არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში. ასევე, მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოს, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, ინვესტიციების დივერსიფიკაციაში უკვე მეორედ შევუწყვეთ ხელი“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...