1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - თებერვლის სავალუტო შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა

 

თებერვალში, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების წმინდა შემოდინებები კიდევ გაუმჯობესდა და როგორც აბსოლუტურ მოცულობაში, ისე მშპ-ისთან მიმართებით, ამ მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ტურიზმისა და გზავნილების დინამიკა მოლოდინების შესაბამისი იყო, თუმცა ექსპორტი და განსაკუთრებით იმპორტი უფრო ზომიერ დინამიკას აჩვენებდა. ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს თიბისი კაპიტალის 6.4%-იან ზრდის სცენართან დაკავშირებით, თუმცა გასათვალისწინებელია მაღალი საბაზო ეფექტი და სავარაუდოდ, ერთჯერადი ფაქტორებიც. საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ბუნებრივია, ბოლო პერიოდში, სავალუტო შემოდინებებში რუსეთის წილი მზარდია, თუმცა ის, სხვადასხვა დაშვების გათვალისწინებით, მაინც ზომიერ დონეზე ნარჩუნდება. ამ საკითხზე, თიბისი კაპიტალის შეფასება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

 

ამავდროულად, მიუხედავად გაუმჯობესებული წმინდა სავალუტო შემოდინებებისა, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ სადღეისოდ, ეს ლარის მატერიალური გამყარების საკმარისი წინაპირობა არ არის, რადგანაც ინფლაციის შემცირება კვლავ საბაზო სცენარია და ასევე, ლარის საშუალო კურსი, მის გრძელვადიან ტენდენციასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გამყარებულია. ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის ნორმალიზება კი, ძლიერ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, ლარში განაკვეთების შემცირების მნიშვნელოვანი არგუმენტია. ამ მხრივ, თავისთავად, გასათვალისწინებელია საერთაშორისო საფინანსო სისტემაში არსებული სირთულეები და გაურკვევლობა, თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, შემცირდა ამერიკის სახაზინო ობლიგაციების 10 წლიანი განაკვეთი, რაც, ცალკე აღებული, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის შერბილების ასევე მხარდამჭერი არგუმენტია.

 

გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...