1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, თიბისის მხარდაჭერით, კრივის კლუბის - „12ROUNDS“ რიგით მე-2 ფილიალი გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 72ა ნომერში, თიბისის მხარდაჭერით, კრივის კლუბის - „12ROUNDS“ რიგით მე-2 ფილიალი გაიხსნა. ფილიალი 4 კონცეპტუალურ სივრცეს - კრივის, ფუნქციონალური ტრენინგის, კლასიკური ჯიმისა და მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.

ახალ ფილიალში მომხმარებელს ზრდასრული და ბავშვებისთვის განკუთვნილი კრივის ჯგუფური და ინდივიდუალური გაკვეთილები, ასევე  ფუნქციონალური და მაღალი ინტენსივობის ჯგუფური აქტივობები, იოგა და პილატესი დახვდებათ.

1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული დარბაზის სივრცე აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის, პროფესიონალური რინგითა და ტომრებით. მეორე სართულზე განთავსებულ სატრენაჟორო ზონაში კი წარმოდგენილია ბოლო თაობის TECHNOGYM–ის მულტიფუნქციური სავარჯიშო ტრენაჟორები.

„12ROUNDS“, ხარისხითა და არჩევანის მრავალფეროვნებით კრივის სამყაროში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის - TITLE BOXING-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მომხმარებელს კლუბში აღნიშნული ბრენდის და ასევე, 12 ROUNDS–ის ბრენდირებული ინვენტარის ფართო  ასორტიმენტი დახვდება.

„12ROUNDS“, რომლის დევიზია - The coolest place in town to get rid of stress and negativity, 2 წელია ბაზარზე მომხმარებელს მაღალი და პროფესიონალური სტანდარტებით ემსახურება და 2025 წელს, თბილისში რიგით მე-3 ფილიალის გახსნას გეგმავს. კლუბის პირველი ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ მდებარეობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...