1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი განათლებისთვის - სამეგრელოში ქალი ფერმერები გადამზადნენ

თიბისი IT აკადემიაში ტექ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის Outsystems და Frontend Angular -ის კურსზებზე მიღება დაიწყო, რეგისტრაცია 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მიღებული აპლიკაციებიდან ჟიური თითოეულ კურსზე 30-მდე საუკეთესო სტუდენტს შეარჩევს, რომლებიც სწავლას აკადემიაში სრულიად უფასოდ შეძლებენ.

„თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება. თიბისი IT აკადემია სტუდენტებს ახალი პროფესიების ათვისებაში ეხმარება და დროის მოკლე პერიოდში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების საშუალებას აძლევს. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ თიბისისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის", - ზურაბ პერტაია, IT აკადემიის ლიდერი.

კურსები არის პროფესიონალ ლექტორებთან ურთიერთობისა და თანამედროვე პროფესიების დაუფლების უფასო შესაძლებლობა, რომელიც პროფესიული თუ პიროვნული განვითარების და წამყვან კომპანიებში დასაქმების მაღალ გარანტიას იძლევა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების აკადემია თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

კურსზე მოსახვედრად, დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც

 მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: IT | TBC x Academy (tbcacademy.ge)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...