1 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ლისი დეველოპმენტმა“ „გალტ & თაგარტის“ დახმარებით 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პირველი ტრანში წარმატებით განათავსა

სს „ლისი დეველოპმენტმა“ 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. პირველი ტრანში - 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები, „გალტ & თაგარტის“ დახმარებით წარმატებით განთავსდა საფონდო ბირჟაზე. მეორე ტრანშის გამოშვება კი 2023 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

 

აღნიშნული ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ რიგით მეორე ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს.

 

აღნიშნული ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი 8.50%-ს შეადგენს. დაფარვის ვადა 2 წელია და ის 2024 წლის 23 დეკემბერს დასრულდება. ტრანზაქციის განთავსების აგენტი „გალტ & თაგარტია“.

 

„2018 წლიდან, ჩვენი კომპანიისთვის ეს გახლავთ ობლიგაციების რიგით მესამე განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს „ლისი დეველოპმენტის“ სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხსა და დადებით მოლოდინებზე კომპანიის მიმართ. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ პოსტ პანდემიისა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად,  წარმატებით შესრულებული განთავსება „გალტ & თაგარტისა“ და „ლისი დეველოპმენტის“ მაღალპროფესიონალური გუნდის დამსახურებაა. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი მათ გაწეული შრომისათვის.“, - განაცხადა „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ადეიშვილმა.

 

„მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციების პირველი ტრანშის განთავსებაში. ეს ტრანზაქცია „ლისი დეველოპმენტისა“ და  „გალტ & თაგარტის“ მეორე ერთობლივი განთავსებაა, რაც მეტყველებს როგორც „ლისი დეველოპმეტის“ სანდოობაზე, ისე ზოგადად, საქართველოში მსგავსი ტრანზაქციების მიმართ ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე. მსურს, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მორიგი წარმატება მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან”, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“  მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...