1 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მეთექვსმეტე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - „იდეათეკა“ სოფელ ლამბალოში გაიხსნა

საქართველოს ბანკი მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც აქტიურად აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და ხელს უწყობს საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. საქართველოს ბანკმა, განხორციელებული ინიციატივების შედეგად, უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. 

საქართველოს ბანკის ინიციატივით, რიგით მე-16 „იდეათეკა“ გაიხსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში.

აღნიშნული საგანმანათლებლო მულტიფუნქციური სივრცე გამოირჩევა მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, აღჭურვილია კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ შემეცნებითი რესურსებით, რაც შესაძლებლობას აძლევს სოფელში მცხოვრებ 1127 მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა მათი განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურასა თუ რესურსებზე. უფრო მეტიც, „იდეათეკა“ ქმნის სივრცეს, სადაც ყოველდღიურად ტარდება გაკვეთილები, იმართება ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

ჩვენ კარგად გვესმის განათლების ძალა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციის, ინიციატივაა, რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ განათლება მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რათა თითოეული მათგანი უზრუნველვყოთ თანაბარი პირობებითა და შესაძლებლობებით, რაც  დაეხმარება მათ, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა პროექტ „იდეათეკის“ განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 6 რეგიონის 15 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს იდეათეკის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს 7 000-ზე მეტ მოსწავლეს, ჰქონდეს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. „იდეათეკები“ გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები, დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1 და უდაბნოს საჯარო სკოლები, კახეთის საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი და სოფელი საბათლო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...