1 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მორიგი იდეათეკა სოფელ საბათლოში გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა უკვე მე-15 იდეათეკა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლაში გახსნა.

 

ამიერიდან საბათლოს საჯარო სკოლის 66 მოსწავლეს, სადაც 50 ეთნიკურად სომეხი და 16 ქართველი ბავშვი სწავლობს, ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფუნქციური და მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, კომპიუტერებით, პროექტორებითა და სხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსით.

 

„მოხარული ვართ, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში იდეათეკების პროექტი უკვე  მე-15 სკოლაში განვახორციელეთ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ არაფორმალური და ფორმალური განათლების ხელმისაწვდომობას საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. ასევე, გავზარდოთ საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა და წიგნიერება. შევძლოთ მოვახდინოთ კითხვის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მოტივაცია და შევუქმნათ ჯანსაღი, კომფორტული საგანმანათლებლო გარემო. ამ დროისთვის უკვე 7 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. იდეათეკაში ეწყობა ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები და ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეების მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების აქტიურ რეჟიმში განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა განათლების მხარდასაჭერად „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ბანკის მხარდაჭერით იდეათეკები 6 სხვადასხვა რეგიონის 15 საჯარო სკოლაში უკვე გაიხსნა. ესენია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლები (დიცი, ხურვალეთი, ზემო ნიქოზი), თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლა, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1, ოზურგეთის მე-4, ახალქალაქის მე-3, დუისის, ჩოხატაურის #1, ნაბეღლავის, ჯვარის #1, უდაბნოს, ერისიმედისა და საბათლოს საჯარო სკოლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...