1 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი და Mastecard ბიზნესს გადახდების ახალ, მარტივ გადაწყვეტას T-POS-ს სთავაზობს

T-POS-ი არის გადახდის აპლიკაცია ანდროიდ მოწყობილობებისთვის, რომელიც ბიზნესებისთვის პოსტერმინალის ფუნქციას შეასრულებს. T-POS-ი ბიზნესებს საშუალებას მისცემს უნაღდო გადახდები მობილური ტელეფონით მიიღონ.

პროდუქტი შექმნილია მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ სივრცეში ვაჭრობენ ან სთავაზობენ მომსახურებას მომხმარებლებს, და ტერმინალის ფლობა მათთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ აღნიშნულმა მეწარმეებმა  ბარათით გადახდების მიღება და შემოსავლის გაზრდა შეძლონ, თიბისიმ მათ ტერმინალის ალტერნატივა შესთავაზა. აპლიკაიციის გამოყენება ასევე შეუძლიათ მსხვილ და საკურიერო კომპანიებს.

თიბისი ბანკში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს, შეუძლია ონლიან შეავსოს განაცხადი, Google Play Store-იდან უფასოდ გადმოწეროს აპლიკაცია T-POS და მარტივად მიიღოს გადახდები. აპლიკაციაში გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის VISA და Mastercard  ბარათით ან ელექტრონული საფულის საშაულებით.

“თიბისის აპლიკაცია T-POS-ი ბიზნესების ცხოვრების გამარტივებისთვის შეიქმნა. პროდუქტი Mastercard-ის მხარადაჭერით განვავითარეთ და მას აქვს  სტანდარტული პოს ტერმინალის ფუნქციონალი. ვთვლით, რომ ასეთი გადაწყვეტა ბიზნესებს მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაშიც დაეხმარება, რადგან დღეს მათი უდიდესი ნაწილი, უნაღდო ანგარისშწორებას ანიჭებს უპირატესობას,“ -  განაცხადა თიბისის გენერალური დირექტორის მოეადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა.

თიბისი და Mastercard-ი ბიზნესებს T-POS-ით საბარათე გადახდების მიღებაზე, სპეციალურ საშეღავათო პირობას სთავაზობენ, რაც აპლიკაციიაში Mastercard-ის ბარათებით გადახდის მიღებისას ნულოვან საკომისიოს გულისხმობს. აღნიშნული შეღავათი ძალაშია 2023 წლის 31 მაისამდე. უფრო მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ვებგვერდს:  https://tbcpayments.ge/details/pos/tpos

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...