1 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ, ამ მიზნით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და Balance-თან პარტნიორობით, საქართველოს ბანკის პროექტის - „ბუღალტერიის განვითარების პროგრამის“ შესახებ შეხვედრა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა.

 

შეხვედრა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისა და  სასტუმროების მფლობელებისთვის იყო საინტერესო. ასევე, ბუღალტრებისთვის, მენეჯერებისთვის, დირექტორებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის.

 

ღონისძიებაზე მისული სტუმრები გაეცნენ თუ რა თანადაფინანსების  შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ბანკი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ციფრული ბუღალტერიის პროექტში ჩართულ კომპანიებს;  ასევე მიიღეს დამატებითი  ინფორმაცია  Balance-ისა და Cloud-ის აღრიცხვიანობის მთავარ უპირატესობებზე,  რომლებიც ბიზნესს  ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს.

 

ბუღალტერიის განვითარების პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებას 50 კომპანია მიიღებს, რომლებმაც პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. კომპანიებს ასევე ადგილზევე შეეძლოთ დარეგისტრირება.

 

„მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს, დღეს ყველაზე მეტად  ბიზნეს პროცესებისა და მათ შორის ბუღალტერიის სწორი და დროული აღრიცხვა სჭირდება. კომპანიის ფინანსურ ინფორმაციაზე სწრაფად წვდომა ის მინიმალური კომფორტია, რაც მენეჯერებმა საკუთარ თავს უნდა შეუქმნან. ბალანსი თავის დროზე სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბუღალტრებსა და მენეჯერებს ერთ სივრცეში ემუშავათ, თან ბაზასთან წვდომა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ჰქონოდათ - ეს ქლაუდ ტექნოლოგიის მთავარი კომფორტია, უსაფრთხოებასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან ერთად. „ბუღალტერიის განვითარების პროგრამა“ კი ის პროექტია, რომელიც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ მენეჯერსა და ბუღალტერს მივაწვდინოთ ხმა და დავეხმაროთ ბიზნესის გაციფრულებაში“- განაცხადა Balance-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, მარიამ მამულიამ.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ხელშემწყობი კომპანია, მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ციფრული ბუღალტერიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად უკვე არა ერთი პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის კიდევ უფრო გაძლიერებას. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები, პროგრამაში ჩართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან   სწორი და დროული აღრიცხვიანობა ბიზნესს სამომავლო წარმატების მიღწევაში ეხმარება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან ბარათაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...