1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქართული ორცხობილას მწარმოებელმა კომპანია „ჯორჯიან ბეიქერს“-მა თიბისის მხარდაჭერით საწარმოს თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა მოახდინა

საკონდიტრო ნაწარმისა და სნექების მწარმოებელ კომპანიას - „ჯორგიან ბეიქერს“ Georgian Bakers - სასუსნავის მოყვარული მომხმარებელი 14 წელიწადია, იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაარსება რთულ დროს - 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა და დამფუძნებლებს, შესაბამისად, ბევრი გაუთვალისწინებელი ბარიერის გადალახვა მოუწიათ, 2009 წლის აპრილში კომპანია „ჯორჯიან ბეიქერსი“ მაინც გაიხსნა და პირველი პროდუქციაც მალევე გამოუშვა. მომხმარებლის პირველი ფიდბექის შემდეგ კი უკვე ცხადი გახდა, რომ „ჯორჯიან ბეიქერსის“ ორცხობილები ქართულ ბაზარზე თავის ადგილს მალე დაიმკვიდრებდა.

გამართული სტრატეგიისა და მოტივირებული დამფუძნებლების ყოველღიური შრომის შედეგად, 4 სახის პროდუქტითა და რამდენიმე დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი თანდათან გაფართოოვდა. დღეისათვის „ჯორჯიან ბეიქერსი“ 20-ზე მეტ ნაწარმს და 50 თანამშრომელს  ითვლის და საქართველოს ბაზარზე საკონდიტრო მიმართულებით ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად ოპერირებს, რომელიც ყოველწლიურად სარეალიზაციოდ 1000 ტონამდე ორცხობილასა და სნექს უშვებს.

2022 წლამდე „ჯორჯიან ბეიქერი“ საკუთარი რესურსით 5000-მდე სავაჭრო ობიექტს ამარაგებდა. 2022 წლის შემოდგომიდან დამფუძნებლებმა სტრატეგია შეცვალეს და საქართველოში ერთერთ უმსხვილეს კვების პროდუქტების დისტრიბუტორს, „დიპლომატ ჰოლდინგს“, დაუპარტნიორდნენ, რომელმაც პროდუქციის ლოჯისტიკას და რეალიზაცია საკუთარ თავზე აიღო. გამოთავისუფლებული რესურსი კი კომპანიამ პროდუქციის დახვეწისა და გამრავალფეროვნებისკენ მიმართა.

სიახლეა ისიც, რომ თიბისი მხარდაჭერით „ჯორჯიან ბეიქერსის“ საწარმომ 2021 წლიდან  ორთაჭალიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადმოინაცვლა. ახალი საწარმო 2500 კვმ ფართობს იკავებს და თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.

„თიბისი გვერდში დაგვიდგა რთულ პერიოდში, პანდემიის დროს, მაშინ, როცა კომპანიას სჭირდებოდა სახსრები ახალი სიცოცხლის  შესაძენად თავისი საქმიანობისთვის, რაც გამოიხატებოდა საწარმოს გადატანაში ერთი ადგილიდან მეორეში და ასევე მის განახლებაში. ამავე პერიოდში პრობლემები გვქონდა საზღვარგარეთიდან ნედლეულის შემოტანის ნაწილშიც. ზუსტად ამ დროს, პანდემიის პიკში, თიბისიმ დაინახა ჩვენი პოტენციალი, გვენდო და დავიწყეთ პარტნიორობა, რომელიც დღემდე გრძელდება,“ - ამბობა „ჯორჯიან ბეიქერსის“ დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.

„ჯორჯიან ბეიქერსის“ წარმატების მთავარი საფუძველი, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ხარისხიანი ნედლეული, მომხმარებლის ინტერესი და უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელსაც კომპანიაში დაარსებიდან დღემდე ავითარებენ.

„ჯორჯიან ბეიქერსმა“ გადაუხვია სტანდარტულ გზებს და შეიმუშავა პროდუქციის წარმოების თავისი, უნიკალური ტექნოლოგია, რომლის შედეგიც ჩვენი პროდუქციის ხარისხი, გამორჩეული სიფხვიერე და კარგად დაბალანსებული გემოებია. 14 წელია, ჩვენი ნაწარმი - საბავშვო და სნექის მიმართულება, სეზონური შოკოლადის გლაზურიანი ორცხობილა -  აქტუალობას და ერთგულ მომხმარებელს არ კარგავს, რაც ჩვენი გუნდის შრომისა და პერმანენტყულად სიახლეების ძიების პროცესის შედეგია“ - ამბობს მიხეილ ფარულავა.

სამომავლოდ „ჯორჯიან ბეიქერსი“ კიდევ უფრო გაფართოებას, პროდუქციის რაოდენობის გაზრდას და მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...