2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი ბიზნესის რეგისტრაცია თიბისი ფილიალებში უკვე საქართველოს რეგიონებშიც შეგიძლიათ

თიბისი მეწარმეებს, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, კომპანიის რეგისტრაციის გამარტივებულ გზას სთავაზობს.  უკვე შესაძლებელია კომპანიის დარეგისტრირება საქართველოს შემდეგ ქალაქებში მდებარე თიბისის ფილიალებში: გორი, ბათუმი, ქუთაისი. ხოლო თბილისის 50 ფილიალში კომპანიის რეგისტრაცია 2022 წლის დასაწყისიდან არის შესაძლებელი.  

 

„თიბისის მისიაა გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება, ეს ინიციატივაც სწორედ ამ მისიას ემსახურება. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს ძალიან მარტივ პროცესს - ბანკში ერთი ვიზიტით შესაძლებელი ხდება როგორც ბიზნესის დარეგისტრირება, ისე ანგარიშის გახსნა და სხვა ფინანსური თუ არა ფინანსური ოპერაციების განხორციელება,“ - ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.  

 

თიბისის ფილიალში მისულ თვითდასაქმებულს თუ კომპანიის წარმომადგენელს, დახვდებათ კვალიფიციური, მათ საჭიროებებზე ორიენტირებული ბიზნეს გიდი, რომელიც დაეხმარებათ მათ კომპანიის რეგისტრაციაში. გარდა ამისა, ბიზნეს გიდი საბანკო და არა ფინანსურ პროდუქტებსა თუ პროცესებსაც გააცნობს,  რაც მეწარმეებს  საკუთარი ბიზნესის უკეთ წარმართვაში და შემდგომ განვითარებაში დაეხმარებათ.

 

თუკი აქამდე, მეწარმეების დროის დიდი ნაწილი კომპანიის რეგისტრაციაზე, საოპერაციო პროდუქტებზე, სესხებზე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას ეთმობოდა, ახლა უკვე ამ ფუნქციას ბიზნეს გიდები შეითავსებენ, რომლებმაც თიბისიში სპეციალური გადამზადება გაიარეს. ეს კი მომხმარებელს მნიშვნელოვნად დაუზოგავს დროს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...