2 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

სექტემბერში, გარდა სამომხმარებლო ფასების ინფლაციისა, ფასების სხვადასხვა ინდექსი კვლავ დანორმალიზების დინამიკას აჩვენებდა. მათ შორის, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, რომელიც ხშირად სამომხმარებლო კალათის ინფლაციის წინმსწრები ინდიკატორია. უფრო მეტიც, ამასწინათ დაფიქსირებული ანგარიშგასაწევი აღდგენის შემდეგ, ბოლო პერიოდში,  საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმართულება კვლავ დაღმავალისაკენ შეიცვალა. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემის ეფექტისა და ინფლაციის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც თიბისი კაპიტალის 2 კვირის წინადელ განახლებაშია განხილული, 2022 წლისათვის თიბისი კაპიტალის ბოლო, 9.4%-იანი პროგნოზი, როგორც ჩანს კვლავ ძალაშია.

 

წინა კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც დიდწილად მოლოდინებთან შესაბამისი იყო. ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი დამატებით გაუმჯობესდა. იმპორტის შედარებით ზომიერი ზრდა უფრო საინვესტიციო იმპორტის კატეგორიის ხარჯზე იყო, თუმცა წინა პერიოდში მაღალი აღდგენის შემდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ აგვისტოსგან განსხვავებით, სექტემბერში რეალური ექსპორტიც გაიზარდა, რაც იმპორტის გარდა, შიდა მოთხოვნის სხვა ინდიკატორებთან ერთად, სექტემბრის ზრდის 10 ან მეტი პროცენტით პროგნოზირების საშუალებას იძლევა.

 

ძლიერი ეკონომიკური აქტივობა ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების არგუმენტია. თუმცა, თიბისი კაპიტალის მომვალ წელს ზრდის დანორმალიზების მოლოდინი კვლავ ძალაშია. ასევე, მართალია მოსალოდნელზე უფრო ნელი ტემპით, თუმცა ინფლაციის შემცირებაც საბაზო სცენარია. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების არგუმენტი, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ლარზე გამყარების ზეწოლაა, ისევე როგორც საკმაოდ ზომიერი, ან ბოლო პერიოდში უფრო სუსტიც კი, საკრედიტო აქტივობა, განსაკუთებით რეალურ გამოხატულებაში. ამდენად, თიბისი კაპიტალის აზრით, კითხვა კვლავ იმაში მგომარეობს თუ როდის დაიწყებს სებ-ი ლარის ფასის დაწევას.    

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...