2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან.

სექტემბრის ექსპორტი ძლიერი იყო, თუმცა, იმპორტი უფრო ზომიერი, რაც შიდა მოთხოვნის დანორმალიზების არგუმენტია. თუმცა, გუგლის მობილურობისა და სექტორული ბრუნვების ინდიკატორები კვლავ ძლიერ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვნეებლები მოგვიანებით, ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

 

საერთაშორისო განვითარებების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციის შედეგად, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის აწევის მოლოდინები კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც დოლარის ადგილობრივ და საერთაშორისო ფასს შორის ისტორიულად მაღალი დიფერენციალის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მიუთითებს. ამ მხრივ, ჩვენი საწყისი შეფასება საქართველოში დეპოზიტების ბაზარზე მხოლოდ მცირე გადმოცემას ითვალისწინებდა. შემდგომ, საბანკო სექტორში დაგროვებული ჭარბი უცხოური ვალუტის გათვალისწინებით, მოლოდინები უფრო დეპოზიტების განაკვეთების დამატებით შემცირებისკენ იყო. სადღეისოდ, როგორც ჩანს, საბაზო სცენარი საქართველოში დოლარის დეპოზიტების განაკვეთების დიდწილად უცვლელად შენარჩუნებაა. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკა საკმაოდ არაერთგვაროვან სურათს იძლევა.

 

სავალუტო ბაზარზე ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ზეწოლა ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისია. კვლავ ვფიქრობთ, რომ დოლარის მიწოდება ჭარბი იქნება, თუმცა, ასევე ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მომდევნო თვეებში ეს უფრო სებ-ის სავალუტო რეზერვების ზრდაში აისახება, ვიდრე დოლართან ლარის მკვეთრ გამყარებაში.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30004696-weekly-update-from-the-chief-economist

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...