2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ვახტანგ ბუცხრიკიძეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯილდო გადაეცა

წინანდალში გამართულ თიბისის 30 წლის იუბილეზე, ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის,  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა  თიბისის გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა. 

აღნიშნული ჯილდო ვახტანგ ბუცხრიკიძეს საქართველოში ტურიზმის განვითარებისა და აღდგენისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის გადაეცა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯილდო სხვადასხვა დროს მსოფლიოში არაერთ ცნობილ ადამიანს გადაეცა, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურებს, აშშ-ს 44-ე პრეზიდენტს ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, ბულგარეთის, იაპონიის, ყატარის, ალჟირის, ეგვიპტის, ბრაზილიის  და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს, ესპანეთის მეფეს ფილიპე მეექვსეს, რომის პაპს ფრანცისკეს, ცნობილ ფეხბურთელს ლიონელ მესის, ცნობილ დიზაინერებს ჯორჯო არმანის და სტეფანო რიჩის და სხვებს.

2003 წლიდან დღემდე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აფასებს და აღიარებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდების მუშაობას მთელს მსოფლიოში, რომლებიც ინოვაციებისა და ცოდნის მეშვეობით დადებით გავლენას ახდენენ ტურიზმის სექტორის განვითარებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...