2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გალტ & თაგარტმა საქართველოს ტურიზმის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორზე კონფერენცია გამართა, რომელზეც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში დარგის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.

 

გალტ & თაგარტის კვლევაში დეტალურად არის განხილული ტურიზმის აღდგენის დინამიკა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. კვლევაში გაანალიზებულია სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის მიგრანტების გავლენა სტუმართმასპინძლობის სექტორზე, სასტუმროების აღდგენის დინამიკა და ზოგადად, სექტორის გამოწვევები და პერსპექტივები.

 

კვლევის მიხედვით მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე 2022 წელს ტურიზმი სწრაფად აღდგა.  ამასთან, საქართველო ოდნავ ჩამორჩება ამ ტრენდს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა შეანელა ტურისტული ვიზიტები, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლის-აგვისტოში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის დონის 78.7%, ხოლო შემოსავლებმა 123.6% შეადგინა. შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენა, მათ შორის, მიგრანტების შემოდინებით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების შემოსავალები უფრო სწრაფად აღდგა რეგიონებში, სადაც შიდა ტურიზმის ფაქტორიც ემატება, მაშინ როცა თბილისის ბაზარი კვლავ ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.

 

კვლევაში ასევე გაანალიზებულია დაგეგმილი სასტუმროების პროექტები. წლების განმავლობაში ეს სექტორი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, თუმცა კოვიდ-პანდემიამ ვითარება შეცვალა და ბევრი დაგეგმილი პროექტი შეწყვეტილია. ამასთან, სასტუმროების მშენებლობაზე გაცემული ნებართვებიც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რაც ინვესტორების გაუარესებულ სენტიმენტებზე მიუთითებს. მოკლევადიან პერიოდში რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევაა, თუმცა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში რეგიონებში სასტუმროების მიმზიდველობა მაღალია, მათ შორის მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფონზე.

 

„ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის  გაგვეზიარებინა დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც პანდემიამ დიდწილად დააზარალა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებსაც დარგის პერსპექტივებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი მოლოდინების გაზიარება.“ - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების მიმართულების  დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...