2 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაანაწილე თანხა ექვსად VELI.store-ზე თიბისის 0%-იანი განვადებით

ონლაინ შოპინგისას უფრო მეტი კომფორტისთვის VELI.store-ზე შეძენილი საყიდლების ღირებულების განაწილება საუკეთესო პირობით 6 თვეზე უკვე თიბისი ბანკის ეფექტური 0%-იანი განვადებით შეგიძლია.

 

VELI.store ციფრული საყიდლების ველია, რომლის მისია მომხმარებლებისთვის შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესება და გამარტივებაა.

 

თუ შვებულებიდან ახლა დაბრუნდი და ფიქრობ, რომ დროა ბიუჯეტი გონივრულად განსაზღვრო, მაგრამ საყიდლების სიაც გრძელია - www.veli.store-ზე შერჩეული პროდუქციის ღირებულების 6 თვეზე განაწილება ნამდვილად ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. თანაც ეფექტური 0%-ით, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ იმ თანხას გადაიხდი მოგვიანებით, რა ღირებულებასაც საყიდლები შეადგენდა.

 

ამ სიახლესთან ერთად, ველიზე მოქნილი გადახდის საუკეთესო, შენზე მორგებული, პირობები სულ დაგხვდება.

 

თიბისი ონლაინ განვადებით სარგებლობისთვის, უნდა იყო სრულწლოვანი, საქართველოს მოქალაქე და გქონდეს ნებისმიერი ტიპის ანგარიში ან სესხი თიბისი ბანკში. სულ ესაა.

 

6 თვეზე განაწილების გარდა, ველიზე შეგიძლია საყიდლების ღირებულება 7-დან 12 თვემდეც გაანაწილო. ამ პირობის ფარგლებში საყიდლების განვადებით შეძენას, მისი ღირებულების  5%-იანი გაცემის საკომისიოთი მარტივად შეძლებ.

 

ვებგვერდზე 13 კატეგორია დაგხვდება. აქ  შეძლებ, შეარჩიო პროდუქტები:

 

●        სახლის სისუფთავისა და ხარისხიანი ტექნიკით შევსებისთვის

●        ჯანსაღი ცხოვრებისა და დასვენებისგან მეტი სიამოვნების მიღებისთვის

●        ყველაფერი შენს შინაურ ცხოველებზე ზრუნვისთვის

●        გამორჩეული საჩუქრებისთვის

●        ბავშვების დაუვიწყარი ზაფხულისა და მშობლების გამარტივებული ყოველდღიურობისთვის

●        საკუთარი თავის სილამაზისა თუ სხვა თავის მოვლის საშუალებებით განებივრებისთვის

●        დასამახსოვრებელი შაბათ-კვირის წვეულებისთვის და ა.შ.

ვებგვერდის შექმნისას გუნდმა გაითვალისწინა მომხმარებლის განწყობა ონლაინ შოპინგის მიმართ და მაქსიმალურად  გაამარტივა რეგისტრაციისა და პროდუქტის შეძენის პროცესი.

ველიზე ახლახან გამოჩნდა სიახლე, რომელიც საშუალებას გაძლევს შეძენილი ნივთი სასაჩუქრედ შეფუთო და ადრესატს ბარათთან ერთად გაუგზავნო. სასაჩუქრე შეფუთვასა და ბარათზე დასაწერ კეთილ სურვილებს თავად ვებგვერდზე ირჩევ.

გარდა ამისა, VELI.store-მა შეიმუშავა ახალი სერვისი, რომლის ფარგლებში ნებისმიერი შენაძენის მიღება თბილისის გარშემო იმავე დღეს, საშუალოდ 3 საათშია შესაძლებელი. შეკვეთის მიწოდება კი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...