2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე - „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

 

საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. სხვადასხვა სეზონზე, მოგზაურობისა და მობილობის გაზრდასთან ერთად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც, რომელთა თავიდან აცილება გამართული ავტომობილით, წესების დაცვითა და მართვის კულტურის გათვალისწინებით არის შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსი“ ჰოლდინგის ახალ კამპანიას „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ შეუერთდა და კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე გააკეთა. კამპანია კომერციულ შეთავაზებებთან ერთად, უსაფრთხო გადაადგილებისთვის ცნობიერების ამაღლებას და მართვის კულტურის დანერგვას გულისხმობს.  

ნინო ბეგიაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „თეგეტა მოტორსისთვის“, ერთი მხრივ, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მეორე მხრივ კი, მისი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. იმისათვის, რომ ჩვენმა მომხმარებელმა გამართული ავტომობილით უსაფრთხოდ იმგზავრონ, კამპანიის ფარგლებში მათ სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას შევთავაზებთ. დაგეგმილი გვაქვს აქტივობები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებლად.“

სწორედ ამ მიზნით დაიწყო „თეგეტა მოტორსმა“ პოდკასტების სერია, სადაც ეკა ლალიაშვილი, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე და ავტომრბოლელი დათა ქაჯაია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა აქტუალურ თემას განიხილავენ.

ახალი კამპანიის ფარგლებში „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლის ავტომობილის გამართულობაზეც იზრუნებს და სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებას შესთავაზებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...