2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ივნისის საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებლები კვლავ ძლიერ სავალუტო შემოდინებებზე მიუთითებს. მართალია 2019 წელთან შედარებით ტურიზმის აღდგენა შენელდა, თუმცა ეს მაღალი საბაზო ეფექტის შედეგს წარმოადგენდა. მომდევნო თვეებში, იმავე მაჩვენებლით გამოხატული ტურისტული შემოსავლები 2019 წელს რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო მნიშვნელოვნად აჩქარდება, რაც თიბისის არხებით ხარჯების მაჩვენებლებში უკვე თვალსაჩინოა. მთლიანობაში, 2022 წლის განმავლობაში 105%-მდე აღდგენა სადღეისოდ რეალისტური ჩანს. საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

 

ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის მაკრო მოლოდინები თავისთავად ძლიერია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ზრდის შენელების ფაქტორისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის წმიდა ეფექტისაგან განსხვავებით, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების გამო ეკონომიკური აქტივობის მატერიალური შეფერხება საბაზო სცენარში ჯერჯერობით გათვალისწინებული არაა. ამ დაშვებებით, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის შეფასება დაახლოებით 12.2%-ს შეადგენს. ასევე უცვლელია თიბისი კაპიტალის მოლოდინი ლარის კურსის მხრივ.

 

ინფლაციის დინამიკას რაც შეეხება, საერთაშორისო სასაქონლო ფასების დამატებით შემცირების გათვალისწინებით, წინა კვირაში გამოქვეყნებული პროგნოზი კვლავ გაუმჯობესდა. კერძოდ, როგორც ჩანს, არსებული 12.8%-დან, წლის ბოლოსათვის ინფლაცია არა 8.5%-მდე, არამედ 7.4%-მდეც კი შეიძლება შემცირდეს. ძლიერი წმინდა შემოდინებების გათვალისწინებით, ეს სცენარი რეფინანსირების განაკვეთის სადღეისოდ 11%-დან, წლის ბოლოსათვის დაახლოებით 10%-მდე დაწევაზე მიუთითებს.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...