0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ განვითარებას განაგრძობს

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ლაგოდეხში „მახაშვილების რანჩო“ ფართოვდება. ბანკის მიერ გაცემული 200,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია 3,000 კვ.მ. საჯინიბოს მოწყობას, ცხენების და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა.

 

რანჩო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ახლოსაა განთავსებული და ამჟამად საჯინიბოს, ცხენებისთვის განკუთვნილ საჯირითო სივრცეს და ევროსტანდარტების შესაბამის თავლას აერთიანებს. „მახაშვილების რანჩო“ მომხმარებელს პროფესიონალი გიდების ჩართულობით საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობს.  

 

„ლაგოდეხი ჩემთვის ბავშობაში აქ გატარებულ ლამაზ დღეებთან ასოცირდება. აქ გადმოსვლაც სწორედ აქაური ბუნების, მიწის და მხარის სიყვარულის გამო გადავწყვიტე. აქ გატარებული ყოველი დღე ერთგვარი თავგადასავალია. „მახაშვილების რანჩო“ ის საქმიანობაა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს და რითაც ვცდილობ, ბუნებასთან ურთიერთობის ბედნიერება და სიყვარული სხვებსაც გავუზიარო“, - ამბობს „მახაშვილების რანჩოს“ ხელმძღვანელი, გივი მახაშვილი.

 

სამომავლოდ, პროექტი ადგილზე კოტეჯების განთავსებას ითვალისწიებს, სადაც სტუმრები შეძლებენ დარჩნენ და კიდევ უფრო სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატარონ დრო ბუნებასთან და ცხენებთან ერთად. პროექტის ჯამური ღირებულება 5,000,000 ლარს შეადგენს.

 

„მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში „მახაშვილების რანჩო“ აგრძელებს განვითარებას. აღნიშნული, ერთადერთი მსგავსი ტიპის სივრცეა კახეთის მხარეში, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამსვენებლებში. მსგავსი პროექტები მნიშნელოვნად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, ჩვენ კი ვაგრძელებთ ქვეყნის მასშტაბით საინტერესო ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის,  ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...