0 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთიმ ბიზნესისთვის ახალი სახელფასო მოდული დანერგა

ლიბერთი, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, აგრძელებს ბიზნესისთვის მარტივი და კომფორტული სერვისების  შეთავაზებას.

ამჯერად, ბიზნეს ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის ახალი სახელფასო მოდული დაინერგა,რომელიც ითვალისწინებს ხელფასების, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანაზოგის  მარტივად მართვას.

 

 

ახალი  მოდული, საგრძნობლად ამარტივებს სახელფასო გადარიცხვებს.  ეს მოდული საპენსიო დანაზოგისა და საშემოსავლო გადასახედების ავტომატურად დაანგარიშების საშუალებას იძლევა. მისი მეშვეობით ლიბერთის არასახელფასე კლიენტებისთვის ახალი თანამშრომლების დამატება, სიის დაკორექტირება, ნებისმიერ დროს თანამშრომლისთვის სტატუსის შეცვლა არის შესაძლებელი. ასევე ლიბერთის სახელფასო კლიენტებს შეუძლიათ იხილონ კომპანიის აქტიური თანამშრომლების სიაც.

 

 

ლიბერთი არსებული და  ახალი მომხმარებლებისთვის მომავალშიც გააგრძელებს  დისტანციურ არხებში  მაქსიმალურად მარტივი და სრულყოფილი დისტანციური  საბანკო სერვისების შეთავაზებას, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ყოველდღიურ ბანკინგს  ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესისთვის. ამ მიმართულებით დანერგილი ყველა სიახლე ლიბერთის მომხმარებლებს,  ნებისმიერ დროს,  საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გაუმჯობესებს.

 

 

 

ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...