0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომაროვის STEM ბანაკის ფარგლებში ტექნოლოგიების დღე გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია განათლების მხარდაჭერასა და ტექნოლოგიური პროფესიების პოპულარიზაციას აქტიურად აგრძელებს. ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში STEM ბანაკის მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიების დღე გაიმართა. ლექციაზე საქართველოს ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ისაუბრა თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი, Meta და მისი მომავალი.  ასევე, ალგორითმული ექსპერიმენტები, Blockchain ტექნოლოგიები და მისი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები. შეხვედრაზე საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ კი ისაუბრა მომავლისა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე.

 


საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  საქართველოში პირველი, კომაროვის STEM ბანაკი 26 ივნისს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებული X და XI კლასის 60 მოსწავლე ბაკურიანში იმყოფებოდა. მოსწავლეები ძირითადად რეგიონების სკოლებიდან შეირჩნენ და ისინი ზაფხულის არდადეგების ერთ კვირის განმავლობაში შეხვდნენ STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; გაიცნეს მსგავსი ინტერესების მქონე მოსწავლეები მთელი საქართველოდან; მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ფიზიკურ და გასართობ აქტივობებში.

 

ინფორმაციისთვის, კომაროვის ზაფხულის სკოლა ინოვაციური პროექტია, რომელიც აგებულია ბრიტანული საზაფხულო სკოლის მოდელზე, თუმცა ადაპტირებულია მოსწავლეების ინტერესებთან და საჭიროებებთან. ბანაკის მიზანი მომავალი STEM ლიდერების აღმოჩენა და ახალი შესაძლებლობების შექმნით მათი ტალანტის რეალიზების ხელშეწყობაა. ბანაკში მთავარი აქცენტი მათემათიკის, ფიზიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და ტექნოლოგიების სპეციალური, საინტერესო და ექსპერიმენტული ფორმით სწავლებაზე იყო  გაკეთებული. მთელი პროგრამა ორინეტირებული იყო, რომ მოსწავლეებს უკეთ გაეგოთ რამდენად მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია ეს დისციპლინები.

 

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ახალაგაზრდების მოტივირებას, პროფესიის შერჩევის დროს მათ მხარდაჭერას და ტექნოლოგიურ პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...