0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა

სს ლიბერთი ბანკსა და სს "ევექსი ჰოსპიტლები“ -  ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად - კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე. სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები - კერძოდ, მომხმარებელი გადაიხდის თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს.

ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%- იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე  (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია).  

ივბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით „შენთან ახლოს“ მუდმივად ცდილობს პაციენტებს 

შეუქმნას მათზე მორგებული პირობებიამ შემთხვევაშილიბერთისთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას  სოციალური

 ბარათის მფლობელებისათვის სასურველ სარვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და ამისათვისჩვენს ჰოსპიტალში

 შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობებიჩვენთვის სასიხარულოარომ ლიბერთისთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის 

და ამჯერად შეგვიძლია როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებსასევე სოციალური ბარათის სხვა მფლობელებისთვის

 ზრუნვაში გავერთიანდეთ.“ - მამუკა იმედაშვილი, ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია.  მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ "ევექსი ჰოსპიტლებთან“ წარმატებულ თანამშრომლობას და დღეიდან ვიწყებთ ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალთან ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო სერვისები  და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მომხმარებლებისთვის. -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...