0 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ibis Budget-ი გაიხსნა

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ახვლედიანის ქუჩაზე, საერთაშორისო, ბიუჯეტური ბრენდის, Ibis Budget-ის სასტუმრო გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 8.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.  

 

საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო 158 ნომერს, კეთილმოწყობილ ეზოს, საფეხმავლო ბილიკებსა და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს.  Ibis Budget-ის სასტუმროს ჯამური სამშენებლო ფართი 4 700 მ2-ია, შენობა 5 სართულიანია და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

 

ამჟამად Ibis Budget-ი 40-მდე ადამიანს ასაქმებს.

 

“მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და Beta Group-ის თანამშრომლობის შედეგად, თბილისს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდის სასტუმრო შეემატა. Ibis Budget-ი ფრანგული ბიუჯეტური სასტუმროს ბრენდია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 24 ქვეყანაში, 600-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ საქართველოში საერთაშორისო და თანაც ბიუჯეტური სასტუმროების ქსელის  შემოსვლას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წაახალისებს პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...