0 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

გასულ კვირას, აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა გამოქვეყნდა. ფაქტობრივი მაჩვენებლები დიდწილად მოლოდინების შესაბამისია - რეალური ექსპორტის მცირედით უფრო მეტი კლების, თუმცა საინვესტიციო დანიშნულების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, რაც სენტიმენტების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.

 

გრძელდება ტურიზმის აღდგენა. ამ მხრივ, საყურადღებოა რომ თიბისის მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, ტურისტულმა შემოსავლებმა მიგრაციის ეფექტის გარეშეც მოიმატა. გზავნილები კი, ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების ხარჯზე, მოსალოდნელზე ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, გადმორიცხვების მნიშვნელოვანი ნაწილი მიგრაციას უკავშირდება და ტურიზმის შემოსავლებშიც აღირიცხება. აშკარაა, რომ საგარეო შემოდინებები ძლიერია და საქართველოს საგარეო ბალანსი უმჯობესდება.  

 

აპრილის საკრედიტო აქტივობა, მარტის გარკვეული შენელების შემდეგ, ძლიერი იყო. სავალუტო კომპოზიციის მხრივ, უცხოური ვალუტა ჭარბობდა. ასევე გაუმჯობესდა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები.

 

გასულ კვირაში, საქსტატმა მწარმოებელთა ფასების აპრილის ინდექსიც გამოაქვეყნა, სადაც, წინა პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. ეს ასევე საყურადღებოა სამომხმარებლო ფასების კუთხითაც, რადგანაც ხშირად მწარმოებელთა ფასები, ამ უკანასკნელის წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. თავისთავად, ინფლაციის შემცირების კუთხით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამომავლოდ, ლარის შემდგომი გამყარების არგუმენტები კვლავაც სავალუტო ბაზარზე დოლარის ძლიერი მიწოდება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით, საშუალო კურსიდან გამომდინარე, მისი ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა.

 

ბუნებრივია, დღესდღეობით ინფლაცია დიდი გამოწვევაა და ლარის შემდგომი გამყარება ამ მხრივ მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, საერთაშორისო მასშტაბით ძლიერი დოლარის გათვალისწინებით, უფრო ნეიტრალური პროგნოზის ალბათობა შედარებით მეტია. ეს სცენარი, სავალუტო ბაზარზე დოლარის გაზრდილი მიწოდების პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან, დოლარის შესყიდვის მიმართულებით სავალუტო ინტერვენციების გააქტიურებას გულისხმობს.  

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 23 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...