0 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

საქართველოს ბანკი, როგორც  დეველოპერული სექტორის მხარდამჭერი ბანკი, სამშენებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და „არტე დეველოპმენტის“ პარტნიორობის შედეგად გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 3000 კვ.მ- ზე   

აშენდება.  პროექტი  მოიცავს საცხოვრებელ და საზაფხულო ფართებს, კომერციულ ფართსა და მიწისქვეშა ავტოსადგომს. პროექტს გამოარჩევს დახვეწილი არქიტექტურა, მყუდრო გარემო, გამწვანებული ეზოს პანორამული ხედები. საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ენერგოეფექტური მასალებით შენდება. პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილმა დაფინანსებამ 2,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 

„არტე დეველოპმენტსა და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობა უკვე ორ წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ბანკთან თანამშრომლობამ კომპანიას მოუტანა მეტი სანდოობა ბაზარზე, რამაც გაზარდა მოთხოვნა ჩვენს ბინებზე, გაიზარდა ჩვენი კომპანიის ცნობადობა და ჩვენი, როგორც დეველოპერის მიზნებიც. საქართველოს ბანკის დახმარებით უფრო მოქნილები გავხდით  გაყიდვების პოლიტიკაში და სამომავლო გეგმების განსაზღვრაში. ბანკმა კომპანიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა“,- განაცხადა გოდერძი სეფიაშვილმა, კომპანია „არტე დეველოპმენტის“  დირექტორმა.  

 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან, „არტე დეველოპმენტთან“ ერთად  ვახორციელებთ გლდანში 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს 185 სახლს, საოფისე სივრცეს, გამწვანებულ ეზოსა და მიწისქვეშა პარკინგს. კომპანიის მთავარი მიმართულება ხარისხიანი და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაა. „არტე დეველოპმენტის“ დამფუძნებლებს აქვთ 20 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში, რაც პროექტის წარმატების გარანტიაა. ჩვენ ვაგრძელებთ დეველოპერული სექტორის და ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდაჭერას“- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...