0 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე

 

სწავლა კეთებით, თამაშით, პრაქტიკული აქტივობებით, თავგადასავლებით - ის, რასაც სკოლებში არ ვსწავლობთ და ის, რაც ცხოვრებაში გვჭირდება - ეს გოგონა სკაუტების ორგანიზაცია „დიას“ საქმიანობის ნაწილია. „დია“ მოხალისეობრივ საწყისებზეა დაფუძნებული და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს.  

 

ორგანიზაცია ექვსიდან ოცდაათ წლამდე გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს ასაკობრივ რაზმებად აერთიანებს; ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს, გაიგოს მეტი საკუთარი, გარშემომყოფებისა და დედამიწის შესახებ. „დიას“ კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც უნდა, იზრუნოს პირად თუ სხვების ჯანმრთელობაზე; გამოიმუშაოს პიროვნული უნარები; შეიმეცნოს, რა გამოწვევების წინაშეა დედამიწის ეკოსისტემა; შეიყვაროს მეცნიერება, ინჟინერია, ხელოვნება ან ტექნოლოგიები; აღმოაჩინოს საკუთარი როლი საზოგადოებაში და სხვასაც ხელი შეუწყოს განვითარებაში.

 

მრავალფეროვანი არჩევანიდან, გოგონებისთვის ერთ-ერთი საინტერესო სფერო ავტოინდუსტრია აღმოჩნდა. სწორედ ამ მიმართულებით ითანამშრომლეს „თეგეტა ჰოლდინგთან“, სადაც მანქანების აგებულების შესახებ ტრენინგი გაიარეს.

 

აინტერესებდათ ყველაფერი - როდის და რატომ იცვლება ზეთი, ან რა მოუხერხონ მოულოდნელად დაშვებულ საბურავს. ყველა წვრილმანი გაარკვიეს და რჩევებიც მიიღეს. გვიხსნიან, რომ სკაუტი გოგონების კანონებში უპირველესი სხვადასხვა სფეროში ცოდნის დაგროვება და უნარების განვითარებაა.

 

სწორედ ქალთა გაძლიერება და განათლების ხელშეწყობაა ის საერთო მიზნები,

რომლებიც „დიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ დამეგობრების მიზეზი გახდა.

 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „სიამოვნებით ვუმასპინძლეთ და ვთანამშრომლობთ ამ განსაკუთრებულ გოგოებთან, რომლებსაც უნდათ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ქალების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, ჩვენი თანადგომით დავეხმაროთ გოგონა სკაუტებს, რომლებიც, თავიანთი დამოკიდებულებით, განსხვავებული, თამამი გადაწყვეტილებებით ცდილობენ, შეცვალონ სტერეოტიპები და მოტივაცია მისცენ თანატოლებსაც“.  

 

მოტივირებული, ინტერესით და რაც მთავარია, პასუხისმგებლობით სავსე გოგონა სკაუტებისთვის კომპანიის მულტიფუნქციურ ტრენინგცენტრში, „თეგეტა აკადემიაში“ შეხვედრა საგანგებოდ დაიგეგმა. საუბარი აუდიტორიას გასცდა და გოგოების შეკითხვებს მოგვიანებით „თეგეტას“ ტრენერმა უშუალოდ მანქანასთან უპასუხა.

ქეთი ჟვანია, ორგანიზაცია „დიას“ დამფუძნებელი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „თეგეტას“ მხარდაჭერა. იმდენი საინტერესო დეტალის შესახებ მიიღეს ჩვენმა გოგოებმა ინფორმაცია... სანამ მანქანის მართვას დაიწყებენ, უნდათ, მეტი იცოდნენ ავტომობილის შესახებ. კომპანიაში ჩატარებული ტრენინგიც ამას ემსახურებოდა. მნიშვნელოვანია, რომ მათ კითხვებს სანდო და გამოცდილმა სპეციალისტმა უპასუხა“.

 

მეტი ხელშეწყობისათვის ორგანიზაცია „დია“ „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზეც tegeta.care განთავსდა და ახლა ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, თავისი დონაციით გოგონა სკაუტებს სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში დაეხმაროს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...