0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა

თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ღვინის ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულება, 2005 წელთან შედარებით, 90%-დან 56%-მდეა შემცირებული. თუმცა, დივერსიფიკაციის მიუხედავად, 2021 წელს რუსეთი (56%), უკრაინა (10%) და დსთ-ის სხვა ქვეყნები (10%) საქართველოს ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები იყვნენ.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, მისი წილი ექსპორტში ასევე 10%-ს შეადგენდა და აღნიშნულ რეგიონში საქართველოს ღვინის ექსპორტი შემდეგნაირად განაწილდა: პოლონეთი -  61%, ბალტიისპირეთის ქვეყნები - 38%. დასავლეთ ევროპაში, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 3%-ს არ აღემატება, მთავარი საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: გერმანია (59%), შვედეთი (11%), საფრანგეთი (8%). დსთ-ის ქვეყნებში ლიდერობენ: ბელარუსი (48%), ყაზახეთი (42%), მოლდოვა (3%).

 

ომის დაწყებიდან პირველ თვეს - მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რუსეთში - 44%-ით, უკრაინაში კი 100%-ით შემცირდა, დასავლეთ ევროპაში კი 89%-ით გაიზარდა.

 

საექსპორტო ბაზრებზე ღვინის რეალიზაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება და ვალუტის გაუფასურება. კრიზისულ პერიოდებში (2009, 2015, 2020 წლები) რუსეთში ღვინის ჯამური იმპორტი ლიტრებში - 14%-21%-ით, დოლარში კი 6%-39%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურების დროს, საგრძნობლად მცირდებოდა დოლარში გამოხატული ჯამური იმპორტი.

 

რაც შეეხება ღვინის ადგილობრივ მოხმარებას, ის დიდწილად დამოკიდებულია ტურიზმზე. 2020 წელს, მაშინ, როდესაც გლობალური პანდემიის გამო, საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 83%-ით შემცირდა, 43%-ით შემცირდა ღვინის ადგილობრივი მოხმარებაც.

 

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ღვინის ექსპორტი, 2022 წელს ჯამურად 20%-დან 40%-მდე შემცირდება, რუსეთში იმპორტი კი - 30%-დან 50%-მდე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და რა წნეხი ექნება სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...