0 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 28 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. სოფელ მუხურიდან  1.2 კმ-ის დაშორებით განთავსებული ჰესის სიმძლავრე 46.7 მეგავატს უტოლდება. პროექტი 6,658 მეტრის სიგრძის გვირაბს და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს.

„ხობი 2 ჰესის“ პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მისი ჯამური ღირებულება 83 მლნ. აშშ დოლარია. ჰესის წლიური გამომუშავება 195 გვტ/სთ-ს შეადგენს.

ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სახელმწიფო ენერგოსისტემაში ჩართვა 19 კმ. სიგრძის 220 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით მოხდება.

 

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა ქვეყნისთვის მსგავსი მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში. ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც გარემოსდაცვითი პრინციპებით ფუნქციონირებენ, ფუნდამენტურ როლს თამაშობენ ქვეყნის მდგრად განვითარებაში. მოხარული ვართ, რომ  2 წლიანი სამუშაოების შემდეგ, წარმატებით დასრულდა „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები. დარწმუნებული ვართ, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას და არამარტო, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას ითვალისწინებს“, - აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი, ნიკოლოზ ბახტაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...