0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დონაცია საქართველოში მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად

თიბისი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით. ამჯერად, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე შეგროვილ თანხას თიბისი საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერისაკენ მიმართავს. დღეიდან, ფონდის ანგარიშზე მოქალაქეებისა და კომპანიების მიერ ჩარიცხული თანხა საქართველოში მყოფი უკრაინელი ხალხის ფინანსურ, ფსიქოლოგიურ, ლოგისტიკურ და სხვა სახის გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება.

თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის მიერ თიბისის საქველმოქმედო ანგარიშზე  განხორციელებული დონაცია ეტაპობრივად გადაირიცხება საქართველოში მოქმედი იმ ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებიც ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე, უკრაინელი ხალხის დახმარებას და მათი სხვადასხვა საჭიროებით უზრუნველყოფას  ყველაზე ეფექტიანად შეძლებენ.

უკრაინელების მხარდასაჭერად, თიბისიმ საქველმოქმედო ანგარიში უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გახსნა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა მისცა, მისთვის სასურველი თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩაერიცხა და გამხდარიყო ქველმოქმედების მონაწილე. გუნდის სახელით, თიბისიმ ფონდში 200 000 ლარი ჩარიცხა.  ინიციატივას  არაერთი მოქალაქე და კომპანია შემოუერთდა. ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინის დასახმარებლად 1.7 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თანხა სრულად გადაირიცხა უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე.

 

თიბისის საქველმოქმედო ანგარიშის რეკვიზიტები:
ლარის ანგარიშის ნომერი:

 #GE68TB7318736080100007

მიმღები: ააიპ თიბისელები

დოლარის  და ევროს ანგარიშის ნომერი:

 #GE80TB7318736180100001
მიმღები: NNLE TIBISELEBI

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...