0 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „უკრაინულმა საცხობმა“ დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „უკრაინულმა საცხობმა“ წარმოება 2,5 ჯერ გაზარდა.

კომპანია ბაზარზე 5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს უკრაინული ტექნოლოგიით დამზადებულ რამდენიმე სახეობის ტრადიციულ პურს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია არის დიაბეტური და არ შეიცავს დამატებით საღებავებსა და მინარევებს.

„უკრაინული საცხობი“ მომხმარებელს წონის, ფერის და გემოვნური თვისებების მიხედვით, რამდენიმე სახის ტრადიციულ უკრაინულ პურს სთავაზობს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ბიზნესის გასავითარებლად დამატებით 250 000 ლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რაც საწარმოო გადაიარაღებისა და სატრანსპორტო/ძირითადი საშუალებების შესაძენად მივმართეთ. შედეგად, 2,5 ჯერ გაიზარდა საწარმოს რეალიზაცია და შეიქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები. გვეამაყება, რომ ჩვენი პროდუქცია მხოლოდ ორგანული ნივთიერებების გამოყენებითაა დამზადებული და მოხარული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით შესაძლებლობა გვეძლევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის აღნიშნული პროდუქცია“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ავთანდილ ხურცილავა

ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია.  ვრცლად, ბანკის ბიზნესპროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...