0 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით “ტრადიციულმა“ წარმოება 150%-ით გაზარდა

საქართველოს ბანკი მეღვინეობის სექტორისა და ადგილობრივი წარმოების  ხელშეწყობის მიზნით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი „ტრადიციული“ ახალ საექსპორტო ბაზრებს ითვისებს.

კომპანია ღვინისა და სხვა ტრადიციული სპირტიანი სასმელების წარმოებას სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში ახორციელებს. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 406 800 ლარის მოცულობის ინვესტიციით საწარმო აქტიურად ავითარებს საქმიანობას და ზრდის წარმოებას.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავხვეწოთ პროდუქცია, რათა მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი შევთავაზოთ. ამას ერთის მხრივ, წარმოებაში ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ყურძნის გამოყენებით ვუზრუნველვყოფთ, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვიხსნის წვდომას საჭირო რესურსზე. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ავზების შესანახი ცისტერნების, გადასამუშავებელი დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას მოვახმარეთ. მიღებული ინვესტიციის საფუძველზე კი შევძელით, წარმოების და გადამუშავების 150%-ით ზრდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ახალი საექსპორტო ბაზრები აგვეთვისებინა“ , - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ბორის  აბაკელია.

უკვე რამდენიმე წელია, „ტრადიციული“ წარმატებით ახორციელებს იაპონიაში საფერავის, ქისის, რქაწითელის, ხიხვისა და სხვა დასახელების ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციას.  მალე კომპანიის პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია.  ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...