0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOLO მომხმარებლებს მობილ ბანკში ახალ პერსონიზირებულ ფუნქციონალს ”Lifestyle Chooser”-ს სთავაზობს

 

SOLO მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად პერსონიზირებული შეთავაზებები გავუკეთოთ SOLO-ებს, მობილბანკს ახალი ინოვაციური ფუნქციონალი - “Lifestyle Chooser”-ი დაემატა.  მისი დახმარებით, მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს მისთვის ყველაზე რელევანტური, ყველა Lifestyle (არასაბანკო) შეთავაზების ნახვას.

 

Lifestyle Chooser-ი ორი საფეხურისგან შედგება:  მომხმარებელი საკუთარი ინტერესის მიხედვით ავსებს მარტივ კითხვარს, რომელიც მოიცავს 8 კატეგორიასა და 50-მდე ქვეკატეგორიას. რის შედეგადაც, მობილბანკში, შეთავაზებების გვერდზე იღებს კონკრეტულად მასზე მორგებულ, ყველაზე რელევანტურ შეთავაზებებს. SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვიურად 300-მდე სხვადასხვა მიმართულების შეთავაზებით ისარგებლონ და SOLO-ს პარტნიორი კომპანიებისგან ექსკლუზიური ბენეფიტები მიიღონ. ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია Android-ისა და iOS მომხმარებლებისთვის: https://mbank.bog.ge/8dSN

 

“Lifestyle Chooser”-ისთვის 8 მთავარი კატეგორიის შესაბამისი გემოსა და არომატის მიხედვით შოკოლადების კონცეფციაც შეიქმნა, რომელზეც სააგენტო JWT მეტრომ იმუშავა.  აღნიშნული კატეგორიებია: გართობა და კულტურა; სპორტი და ჯანმრთელობა; შოპინგი და მოდა; დასვენება და მოგზაურობა; სახლი და ოჯახი; განათლება; ავტომობილები და გასტრონომია.

 

ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ https://bit.ly/3ukeNv0

 

„იმისათვის, რომ მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო პერსონიფიცირებული და მათ ცხოვრების სტილზე მორგებული გაგვეხადა, მობილბანკში ახალი ფუნქციონალი - Lifestyle Chooser ჩავაშენეთ. აღნიშნული ფუნქციონალის უკან მანქანური დასწავლის ალგორითმები დგას, რომელიც მომხმარებელს მისი ავთენტური სურვილების შესაბამისი, პერსონიფიცირებული შეთავაზებებით უზრუნველყოფს. Lifestyle chooser-ი 8 მთავარი კატეგორიისგან შედგება, რომელიც ჩვენი მომხმარებლების თითქმის ყველა ინტერესის სფეროს აერთიანებს. დარწმუნებული ვართ, Lifestyle Chooser-ი მომხმარებელს მისთვის კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლის აღმოჩენაში დაეხმარება“, - აცხადებს ეთერ ირემაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...