1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ 2023 წლის „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ მხარდამჭერი იყო

„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა, რომელსაც უკვე 16 წელია ბათუმი მასპინძლობს. ყოველწლიური ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერი წელს იაპონური ბრენდი Mazda-ს ქართული წარმომადგენლობა,  „მაზდა ცენტრი თეგეტა“ იყო.

საფესტივალო სივრცეში MAZDA-ს ახალი პრემიუმ მოდელის CX60-ის პრეზენტაცია გაიმართა და ყველა მსურველს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ბათუმშივე გაიაროს ტესტდრაივი. ამისთვის წინასწარი მარტივი რეგისტრაციაა საჭირო.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური მოვლენის „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ მხარდამჭერები. „მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, კულტურისა და ხელოვნების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ მუდმივად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი არტისტების პოპულარიზაციას, ვიზრუნოთ ქართველ მსმენელებზე და ვიყოთ ხელოვნების ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდამჭერი“.

ფესტივალი 28 ივლისს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა. ჯაზ ფესტივალის სტუმრებს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კუთხესთან ფოტოების გადაღებისა და ამ დღის მოგონებების აღბეჭდვის შესაძლებლობა სამივე დღის განმავლობაში  ჰქონდათ. ფოტოსტენდი  MAZDA-ს იაპონური ტრადიციებისა და ჯაზ ფესტივალის თემატიკით იყო გაფორმებული.

ფესტივალის ფარგლებში, აჭარის რეგიონის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი არტისტებისთვის - BEDFORD FALLS, SOUL TRAIN, მარკუს მილერი და BROOKLYN FUNK ESSENTIALS. „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ არტისტებსა და მსმენელს წელს ბათუმში მდებარე ახალმა სივრცემ „სთეიჯ 17“-მა უმასპინძლა.

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, Tegeta Cars-ში შემავალი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...