1 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულია

თიბისი ლიზინგმა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვა. აღნიშნულის მიზეზი 15 მილიონი ლარის მწვანე საჯარო ობლიგაციების წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველი ეროვნული ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციების გამოშვებაა. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ემისიის ფარგლებში, თიბისი ლიზინგმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან მიიღო მეორე მხარის მოსაზრება კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით. მეორე მხარის მოსაზრების თანახმად, თიბისი ლიზინგის მწვანე ობლიგაციების ჩარჩო სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP).

 

კომპანია ობლიიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად ევროკავშირისაგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან - Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად.

 

თიბისი ლიზინგის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია შეესაბამება პროგრამის ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რაც გულისხმობს საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების და ღირებულებების მხარდაჭერას.

 

ფასიან ქაღალდს აქვს 3 წლიანი ვადა და ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი არის თბილისის ბანკთაშორის განაკვეთი პლუს 2.75% მარჟა.

 

„მოხარული ვარ, რომ თიბისი ლიზინგი კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას და გაზრდის ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობას.

 

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ქართული ლიზინგის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს - ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“, - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის მთავარი ფინანსური დირექტორი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...