1 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანიამ - „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

კასკადური ელექტროსადგურების მმართველმა კომპანიამ - “ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 10  მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, არაუზრუნველყოფილი და არასუბორდინირებული, 2 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. შედეგად, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია გახდება.

ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით განისაზღვრა.

აღნიშნული ტრანზაქცია კომპანიისა და თიბისი კაპიტალისთვის პირველი ერთობლივი განთავსებაა.

კომპანიის მიერ, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული ფინანსური რესურსი საბანკო სესხის ნაწილობრივ რეფინანსირებას მოხმარდება. შესაბამისად, კომპანიის დაფინანსების სტრუქტურა უფრო მეტად დივერსიფიცირებული გახდება.

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე საშუალაზე, „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ჰესების კასკადი - ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.25 მგვტ,  თიბისის მხარდაჭერით, სამ ჰესს აერთიანებს. რიგით მესამე ჰესი - საშუალა 0, ჯამური დადგმული სიმძლავრით 2.25 მგვტ - 2023 წლის იანვარში, საშუალა 1 და საშუალა 2 კი 2019-2020 წლებში გაეშვა.

„პირველ რიგში, ვულოცავ „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ განთავსებით ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციასა და განვითარებაში დავეხმარეთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში - განახლებადი რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს“,  - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...