1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს პარტნიორობა Tbilisi Open Air-ზე გრძელდება

 

თიბისი და Glovo, პარტნიორობის ფარგლებში, Tbilisi Open Air-ზე მისულ ადამიანებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიან.

Glovo, წელს მესამედ უერთდება Tbilisi Open Air-ს და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ფესტივალის დღეებში, 23-24-25 ივნისს, რიგში დგომის გარეშე ნებისმიერი სასურველი საკვები თუ სურსათი Glovo-ს აპლიკაციის დახმარებით მარტივად შეუკვეთონ.  

თიბისი  კი, Glovo-ს აპლიკაციაში თიბისის ნებისმიერი ბარათით გადახდისას მომხმარებელს თანხის 25%-ის დაბრუნებას სთავაზობს, რომელიც Glovo-ს ანგარიშზე ავტომატურად, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში აისახება.

ტოპ მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე მეტად იაქტიურებენ ფესტივალის ფარგლებში, დამატებით დასაჩუქრდებიან Glovo-სგან სხვადასხვა პრიზით.

ფესტივალის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციაში შესულ მომხმარებლებს დახვდებათ ერთი მთავარი კატეგორია, Tbilisi Open Air, სადაც თავს მოიყრის მხოლოდ ფესტივალზე წარმოდგენილი კვებისა და სურსათის ობიექტები. მომხმარებლები მარტივად შეძლებენ, ამ კატეგორიიდან სასურველი პროდუქტების შეკვეთას.

 

მომხმარებელს შეკვეთის მიღების ორი ვერსია ექნება:


1) საკვები ობიექტიდან გატანა ე.წ. Pick Up, ანუ თვითმომსახურება. სასურველ კვების ობიექტში შესვლისას მთავარია, რომ მომხმარებლებმა აირჩიონ takeaway სერვისი delivery–ს ნაცვლად და ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე მიიღონ სასურველი პროდუქტი. 

ამის შემდეგ, აპლიკაციაში მიუვათ შეტყობინება, რომ მათი შეკვეთა მზადაა, მოუწევთ კვების ობიექტთან მისვლა და რიგში დგომის გარეშე მიიღებენ გამზადებულ შეკვეთას. 

 

2) ალბათ, მომხმარებლებისთვის Glovo წარმოუდგენელია მიტანის სერვისის გარეშე, შესაბამისად, აუცილებლად იქნება ხელმისაწვდომი delivery service-იც.
ფესტივალის ტერიტორიაზე ნავიგაციის გამარტივების მიზნით კი იქნება 3 მიტანის პუნქტი, სადაც Glovo-ს კურიერები მომხმარებლებს გადასცემენ შეკვეთებს გამზადების შემდეგ.  

ამ იდეას დადებითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა კომპანიების მხრიდანაც და რამდენიმე მსხვილი კომპანია ამ შესაძლებლობას იყენებს თანამშრომლებისათვის დამატებითი ბენეფიტის შესაქმნელადაც. შესაბამისად, Glovo-მ კომპანიებსაც გაუმარტივა თანამშრომლებზე ზრუნვის პროცესი. 

 

მომხმარებლებისთვისა და ფესტივალის სტუმრებისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისი და Mastercard-ი დამატებით შეთავაზებასაც აანონსებენ. ფესტივალზე წარმოდგენილ ყველა ობიექტში თიბისის ნებისმიერი Mastercard ბარათით გადახდისას მომხმარებელი ანგარიშზე თანხის 20%-ს დაიბრუნებს. 

თიბისი უკვე მრავალი წელია Tbilisi Open Air-ის მხარდამჭერია. Glovo-სა და თიბისის კი ექსკლუზიური პარტნიორობა 2022 წლის სექტემბრიდან აკავშირებთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...