1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„აჭარაბეთ არენა“-მ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

 

„აჭარაბეთ არენა“-მ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

ქალაქ მაიამიში ,FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა.

„აჭარაბეთ არენა“  FIABCI-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სადაც სტადიონმა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.

 

FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

ბათუმში, „აჭარაბეთ არენას ‘’ მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობა კიდევ ერთ ერთხელ ადასტურებს ბათუმის ინფრასტრუქტურული მოწყობის მაღალ სტანდარტებს. სტადიონს მინიჭებული აქვს UEFA IV კატეგორია და გათვლილია 20,000 მაყურებელზე, რომელიც საშუალებას იძლევა უმასპინძლოს მსოფლიო მასშტაბის მაღალი დონის საერთაშორისო მატჩებს.

სტადიონის ხიბლი ჰარმონიულად ერწყმის ბათუმის თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ისტორიასა და კულტურას.

სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფცაზეა აგებული.შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები სტადიონს გამორჩეულს იერს აძლევს.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რომ, არენის ციფრული ეკოსისტემა დაფუძნებულია განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე, რაც მომავლის ეკოლოგიაზე ზრუნვაში მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

 

„აჭარაბეთ არენა“ ერთ-ერთი უახლესი და მოწინავე სტადიონია ევროპაში,  რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 2020 წელს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული ტრადიციული  სტუმართმოყვარეობა მზად არის უმასპინძლოს გლობალურ სპორტულ ღონისძიებებს.        

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...