1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი Junior Tech - ბავშვთა და მოზარდთა გადამზადების პროგრამის მხარდამჭერია

 

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და Unicef-ის ორგანიზებით ახალი პროექტი Junior Tech იწყება.

Junior Tech-ის პროგრამა გულისხმობს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და მოზარდების გადამზადებას ტექნოლოგიების მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გაივლიან შემდეგ სასწავლო მოდულებს:

●        ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი;

●        კიბერჰიგიენა და ინტერნეტ უსაფრთხოება;

●        ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები;

●        გრაფიკული დიზაინი;

●        სოციალური მედია და მარკეტინგი;

●        ინგლისური ენა ტექნოლოგიებში სამუშაოდ.

პროექტის ხანგრძლივობა რვა თვეა და ის ჯამში თბილისსა და ბათუმში 100 ბენეფიციარის გადამზადებას გულისხმობს.

„განათლება და ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. Junior Tech-ის პროექტი ერთ-ერთია თიბისის ინიციატივებს შორის, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ახალგაზრდების გვერდით ვდგავართ და ვუქმნით უფასო წვდომას ხარისხიან განათლებაზე.” - თამთა კუპრაძე, თიბისის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ბენეფიციარების ჩართულობას სრულად აფინანსებენ.

პროგრამის მხარდამჭერია თიბისი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...