1 8 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთის ახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

1 მარტიდან ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო  აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე,  სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.

ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის საჭიროებას და სეზონურ ციკლს – შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც –  50 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე.

“ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგრო პროდუქტებზე.  ჩვენი მიზანია ნებისმიერ მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს და განკარგოს ფინანსები ეფექტურად, რაც საკუთარი ბიზნესის გაზრდაში დაეხმარება. ვფიქრობთ,  ჩვენი ახალი შეთავაზებით ხელს შევუწყობთ ამ პროცესს, მომხმარებელი კი ქეშბექის სახით მაქსიმალურ  სარგებელსაც მიიღებს. ლიბერთისთვის  მნიშვნელოვანია მცირე და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა, რისთვისაც  დეტალურად ვსწავლობთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ სწორედ ამ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. – ვაჟა მენაბდელიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...