1 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ორნიშნა ზრდა, როგორც ჩანს, იანვარშიც შენარჩუნდება

იანვრის საგარეო სექტორის მაჩვენებლები კვლავ ძლიერია. კერძოდ, ექსპორტისა და იმპორტის ზრდამ აშშ დოლარში, 38.5% და 25.2% შეადგინა. ასევე, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა გზავნილები, დაახლოებოთ 37.5%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენამ 2019 წელთან შედარებით, თიბისი კაპიტალის შეფასებით, 167.6% შეადგინა. საგარეო ვაჭრობის უფრო დეტალური მონაცემები და ასევე სებ-ის მიხედვით ტურიზმის დინამიკის იანვრის მაჩვენებლები ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

 

საერთაშორისო ბაზრების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მოსალოდნელზე ძლიერი დასაქმების მაჩვენებლებისა და უფრო მაღალი ინფლაციის გამო, აშშ დოლარის სხვადასხვა ვადიანობის საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატა. ასევე, დოლარის გაცვლითმა კურსმა ბოლო პერიოდში დაკარგული პოზიციები გარკვეულწილად აღიდგინა. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ ბაზრის მოლოდინებით, ორწლიანი და მეტი ვადიანობის ევროსა და დოლარის საპროცენტო განაკვეთებს შორის დიფერენციალის პროგნოზი, კვლავ ევროს გამყარებაზე მიუთითებს. ასევე, ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა ევროსა და დოლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შეფასება, საშუალოვადიან პერიოდში უფრო მყარი ევროს არგუმენტებია. ამ კუთხით, საქართველოსათვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სავალუტო რისკის აღებისას, პორტფელში ევროსა და დოლარის სავარაუდოდ ოპტიმალური წილის თიბისი კაპიტალის გაანგარიშება კვლავ უცვლელია, რაც ჩვენს ადრინდელ პუბლიკაციებშია ხელმისაწვდომი.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005704-weekly-update-from-the-chief-economist

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...