1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ გამარჯვებულები ცნობილია

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-4 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია.

 

პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - ანი მიქაძემ და მარიამ წოწონავამ, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნიკა კოპალეიშვილმა, მეორე საპრიზო ადგილი კი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - დიანა ჩავლეიშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნიკოლოზ ჩიტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნოდარ ხორავამ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცათ.

 

პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 170 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავეს.  ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, ქალაქგარეთ, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს.

 

„კემპი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარული ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა სეზონების გამორჩეული მონაწილეები დღეს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და პუბლიკაციების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ. ამ ნაკადის რამდენიმე მონაწილესთანაც უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...