2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

იანვრის შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს და იაპონური ბრენდის ავტომფლობელებისთვის 2023 წელსაც საინტერესო და მრავალფეროვანი შეთავაზებებით იწყებს. 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით ფიზიკური პირებისთვის მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც, სერვისზე წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში, მომხმარებლები მიიღებენ 30% ქეშბექსსხვადასხვა პროდუქტზე. გარდა ამისა, განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს მათთვის, ვისაც Toyota C-HR-ის შეძენა სურს.

 

დასაჩუქრდით Toyota C-HR-ის შეძენისას

თუ ამ გამორჩეულ ავტომობილს 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიძენთ" შესაძლებლობა გექნებათ, აირჩიოთ საჩუქარი: TOYOTA CASCO-ს 1-წლიანი დაზღვევა ან 4 ცალი ზამთრის საბურავი. აღნიშნული  შეთავაზებით ფიზიკური პირები ისარგებლებენ.

 

Toyota C-HR - ეს არის ურბანული ქროსოვერი, რომელიც აკმაყოფილებს ქალაქის ყველა მოთხოვნას. მოდელი გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით, ეკონომიურობითა და კომფორტით. 

მათთვის კი, ვინც უკვე ფლობენ იაპონური ბრენდის ავტომობილებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ 17 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 30%-იანი ქეშბექიმოქმედებს შემდეგი პროდუქტების შეძენისას:

საბურავები - რადგან ჰაერის ტემპერატურა უკვე ჩამოსცდა 0 C°-ს, აუცილებელია, რომ ასეთი ამინდის პირობებში ზამთრისათვის შესაბამისი საბურავებით გადავადგილდებოდეთ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უმაღლესი ხარისხის საბურავების შეძენის შემთხვევაში გადახდილი თანხის 30% უკან დაგიბრუნდებათ ქეშბექის სახით. აქციით სარგებლობისთვის საჭიროა სერვისზე წინასწარი ჩაწერა.

 

აკუმულატორები - შეთავაზებით ისარგებლებთასევე „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორების შეძენისას. ტემპერატურის ცვლილება გავლენას ახდენს აკუმულატორებზეც, ამიტომ რეკომენდებულია მათი დიაგნოსტირება. წინასწარი ჩაწერის შემთხვევაში მომხმარებლებსშესაძლებლობა ეძლევათ, აკუმულატორის რესურსიუფასოდ შეამოწმონ, ხოლო შეცვლის საჭიროების შემთხვევაში შეიძინონ „ტოიოტას“ ორიგინალი აკუმულატორი და მიიღონ 2-წლიანი უპირობო გარანტია. გადახდილი თანხის 30% კი ქეშბექისსახით უკან დაიბრუნონ.

 

ანტიფრიზი - ზამთრის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია ანტიფრიზის დონის შემოწმებაც. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ქეშბექის აქცია მოქმედებს ანტიფრიზის შეძენის შემთხვევაშიც. გადახდილი თანხის 30% ნათურებისა და მინისმწმენდების ყინვაგამძლე სითხის შეძენის დროსაც დაგიბრუნდებათ.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებებით სარგებლობისას სერვისცენტრებში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...