2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ღვინის კომპანია „ენოლოგიამ“ მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, ღვინის კომპანია „ენოლოგიამ“, რომელიც გარდაბანში სასაწყობე ფართსა და შოურუმს ფლობს, მზის პანელები, ენერგოკრედიტის გამოყენებით დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 80 000 აშშ დოლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.

 

 „ჩვენ საქართველოს ბანკთან უკვე ოთხი წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით შევძელით ეკომეგობრული კომპანია გავმხდარიყავით.  ამაში ბანკთან ერთად „ჰელიოს ენერგი“ დაგვეხმარა, რომელმაც 110 კვტ. სიმძლავრის მზის სადგურები დაგვიმონტაჟა. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 150 000 კვტ.სთ-ს შეადგენს. ინვესტიციის უკუგების პერიოდი კი ხუთი წელია. ჩვენთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ მზის სადგურების დამონტაჟებით შევძლებთ გავუფრთხილდეთ გარემოს. ამასთან, საგრძნობლად შევამცირებთ ელექტოენერგიისა და ბიზნესის ხარჯებს“, - განაცხადა კომპანია „ენოლოგიის“ დამფუძნებელმა, დავით მაჭავარიანმა.

 

„საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი შექმნა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...