2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ტურიზმი და გზავნილები ისევ ძლიერია, საქონლით ვაჭრობა კი უფრო ნორმალიზდება

ნოემბერში ტურიზმისა და გზავნილების კვლავ ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა. კერძოდ, ტურისტული შემოსავლები, მიგრაციის ეფექტის ჩათლით, 2019 წლის იმავე თვის 151%-ს გაუტოლდა მაშინ, როდესაც წინა თვეში ანალოგიური მაჩვენებელი 126%-ს შეადგენდა. გზავნილების მხრივ, აღსანიშნავია, რომ შემოდინებები რუსეთის კონტრიბუციის შესაბამისი შესწორების შემდეგაც ძალიან მაღალი იყო. ექსპორტისა და იმპორტის მხრივ, წინა თვესთან შედარებით, საგარეო ვაჭრობამ იმატა, თუმცა საერთო ტენდენციას უფრო ზომიერი შეიძლება ეწოდოს, რაც ძირითადად საერთაშორისო სასაქონლო ფასების ნორმალიზების შედეგია.

 

ექსპორტის, იმპორტის, ტურისტული შემოდინებებისა და გზავნილების ბალანსი ნოემბერში გაუარესდა, თუმცა უფრო სეზონური ფაქტორების გამორიცხვის გარეშე. თავისთავად, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ამას ლარზე უარყოფითად არ უმოქმედია. ასევე, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდაც, აშშ დოლარის შესყიდვის მიმართულებით, საკმაოდ მასშტაბური ინტერვენციების ფონზე, სიახლეს არ წარმოადგენს. ისევე, როგორც მე-3 კვარტალში დაფიქსირებული საშუალო ხელფასის 16.5%-იანი მატება, რაც თიბისი კაპიტალის აზრით, მომავალ წელს, ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის დანორმალიზებასთან ერთად, უფრო ზომიერი ნიშნულით განისაზღვრება. შესაბამისად, თიბისი კაპიტალის პროგნოზი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მარტში პირველ შემცირებასთან და მანამდე უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით დღესაც უცვლელია.     

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...