2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ყაზახური ბანკის თანამშრომლებს სასწავლო ტურზე მასპინძლობს

10-11 ნოემბერს თიბისიმ ყაზახური ბანკის ოტბასი (Otbasy Bank 2000 წლამდე HSBC ბანკი იყო) 25 თანამშრომელს უმასპინძლება. სასწავლო ტურის ფარგლებში თიბისის თანამშრომლებმა ყაზახ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. Otbasy Bank-ის სტუმრობის მთავარი მიზანია თიბისის წარმატების გზის გაცნობა და გაზიარება.

თიბისის გუნდმა ყაზახური ბანკის დელეგაციის წევრებს გააცნეს თიბისის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტები და მათი განხორციელების გზა, ციფრული სერვისები და პროდუქტები, საცალო და იპოთეკური პროდუქტები, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება, მომხმარებლის კმაყოფილების შეფასების მექანიზმები, ციფრული საკომუნიკაციო არხები და კომპანიის სხვა გამოცდილება.

მასპინძელ კომპანიად თიბისი შეირჩა, როგორც რეგიონში ლიდერი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზბეკეთში ციფრული ბანკითა და გადახდის ინოვაციური სისტემით Payme არის წარმოდგენილი.  ყაზახური ბანკის დელეგაციის შემეცნებითი ტური აზიის განვითარების ბანკის (ADB - The Asian Development Bank) რეკომენდაციით იმართება. 

„ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ თიბისი ბრენდის წარმატებულ გამოცდილებასა და ცოდნას საერთაშორისო დონეზე ვაზიარებთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მრავალმხრივი განვითარება სამაგალითო და საინტერესოა სხვა კომპანიების წარმომადგენლებისთვის და დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ჩვენს ყაზახ კოლეგებს და გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები“ - აცხადებს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, საცალო და მცირე და საშუალო საწარმოების საბანკო მომსახურება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...