2 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ნიკორა“ ახალ საწარმოს გახსნის

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით კომპანია ნიკორა ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ინვესტიცია სრულად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსდება.

„საქართველოს ბანკის დახმარებით ჩვენ შევძლებთ ახალი საწარმოს გახსნას. ბანკის ფინანსური დახმარება სრულად საწარმოს მშენებლობასა და დანადგარების შესყიდვას მოხმარდება. ახალი საწარმოს გახსნით ჩვენი პროდუქციის წარმოება ორჯერ გაიზრდება. ასევე, შევძლებთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებით 150 ადამიანის დასაქმებას“, - განაცხადა შპს ნიკორას დირექტორმა, მერაბ მამულაშვილმა.

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად ვითარდება და კიდევ ერთი ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს. „ნიკორა“ ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია ბაზარზეა და საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ასეთ ბიზნესს, რადგან ქვეყანაში იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...