2 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის BOG sCoolApp უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკმა ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი შექმნა. BOG sCoolApp არის პირველი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის, რომელიც მთლიანად მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.

 

საწყის ეტაპზე პლატფორმას ექნება ანგარიშის მართვის პანელი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ sCool Card-ზე ციფრულად გააკონტროლონ ნაშთები და საკუთარი ჯიბის ფული. ასევე, დამოუკიდებლად შეივსონ  მობილური ბალანსი და ახლობლებთან თანხის გადარიცხვა განსხვავებული, სახალისო გზით განახორციელონ.  ამასთანავე, მხოლოდ აპლიკაციის მეშვეობით მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგან.

 

მომდევნო ეტაპზე, პლატფორმას დაემატება ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა მიზნის დასახვა, თანხის დაგროვების სწავლა, საკუთარი ფინანსების კონტროლი და მშობლისთვის თანხის თხოვნა. ამ ყველაფერთან ერთად, მოსწავლეები მუდმივად მიიღებენ სხვადასხვა სახალისო დავალებებს და წახალისებას.

 

სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაცია საქართველოში პირველია და ის შემდეგ ინტერესებს აერთიანებს: გართობა, განათლება, სოციალიზაცია და გეიმინგი.

 

„გადავწყვიტეთ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი შეგვექმნა. ამისთვის კიდევ უფრო კარგად შევისწავლეთ თუ რა უყვართ, რა ინტერესები და საჭიროებები აქვთ მათ.  აპლიკაციის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მოსწავლეების განათლებაზე. ახალ პლატფორმას აქვს ფინანსური განათლების ისეთი ელემენტები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, გაითავისონ ფინანსების მართვის მნიშვნელობა და დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ახალი იდეის გაჩენიდან, საქართველოს ბანკის გუნდთან ერთად, მოსწავლეები ჩართული არიან აპლიკაციის შექმნისა და განვითარების  ყველა ეტაპზე, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს მათ სურვილებსა და ინტერესებს. მოზარდები მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ახალი ფუნქციების დამატების პროცესში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის  ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

 

აპლიკაციის ჩამოსატვირთად  ეწვიეთ ბმულს:  https://scoolapp.ge/6bFF

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...